Monday, March 15, 2010

წმინდა ადგილები

1) პროექტის სახელი: წმინდა ადგილები

2) პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია შეისწავლონ კულტურული მემკვიდრეობა, რომელთანაც მათ შეხება აქვთ.

3) პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა წარმოადგინონ იმ კუთხის წმინდა ადგილები, რომელ კუთხესაც განეკუთვნებიან კლასში არსებული მოსწავლეები. მათ გავანწილებ საქართველოს კუთხე–მხარეთა მიხედვით, შესაბამისი დავალებები მიეცემათ ინდივიდუალურად თითოეულ მოსწავლეს. პროექტისათვის მოსწავლეებმა აქტიურად უნდა გამოიყენონ თანამედროვე სწავლების მოთხოვნები, რომელთა შესაბამისად, მათ უნდა წარმოადგინონ საქართველოს კუთხე–მხარეთა საეკლესიო ხუროთმოზღვრული ძეგლების ისტორია და აღწერილობა, რომელსაც თან დაერთვის ფოტო მასალა, ვიდეო მასალა, კომპიუტერული ტექნიკით დამუშავებული კადრების გრაფიკა.

4) მონაწილეთა ასაკი: 12–13 წელი.

5) ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე

6) პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: წარმოადგინონ თეორიული მასალა, რომელსაც თან უნდა ახლდეს ფოტო,ვიდეო,კომპიუტერული მასალა.

7) მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას მშობლიურ მხარეში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ. გამოიმუშავებენ წიგნთან მუშაობის მეთოდს. ისწავლიან კვლევას და დაეუფლებიან ფოტო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებას.

8) სარგებელი სხვებისთვის: შესრულებული სამუშაო არის საპროპაგანდო საშუალება თანატოლებისათვის. გაუღვივებს ბავშვებს ინტერესს მსგავსი კვლევების საწარმოებლად. შეიძლება ამ მასალებზე დაყრდნობით გაკეთდეს კედელი სკოლისთვის ან სკოლის ვებ გვერდისთვის,კედლის გაზეთი.

9) სამუშაო ენა: ქართული.

10) მონაწილეები სხვა სკოლიდან:

11) საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინდივიდუალური. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ახლებული თვალთახედვა.

12) პროექტის ფასილიტატორი: –ზოია მათეშვილი

13) ფასილიტატორის ელ.ფოსტა: –zoiamateshvili@gmail.com

14) პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: –